ახალი ამბები
იტალიაში გარდაცვლილი ტყიბულის მკვიდრის ცხედრის გადმოსვენების ხარჯებს სამინისტრო დაფარავს
FaceBook
იტალიაში გარდაცვლილი ტყიბულის მკვიდრის, ნაილი ნემსიწვერიძის ცხედრის გადმოსვენების ხარჯებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაიღებს. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან უერთიერთობის სამსახურში განუმარტეს.

"მოქალაქეს, რომელიც გარდაიცვლება საზღვარგარეთ, მით უფრო თუ მის ოჯახს გადმოსვენების საშუალება არ აქვს ვეხმარებით. ამისთვის ოჯახმა უნდა მოგვმართოს განცხადებით. ამ შემთხვევაშიც წერილი შემოვიდა. პირველი რეისი როგორც კი იქნება გადმოასვენებენ", - ამბობს უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან უერთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მარი ნარჩემაშვილი.

გარდაცვლილის ცხედარი ამჟამად რეჯო კალაბრიის პროზექტურაშია გადასვენებული.

გარდაცვლილის მუღლემ, ემზარ წულუკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხედრის გადმოსვნების თხოვნით გუშინ 13 აპრილს წერილობით მიმართა.

ტყიბულის რაიონის, სოფელ გელათში მცხოვრები 49 წლის ნაილი ნემსიწვერიძე, 12 აპრილს, იტალიის ქალაქ რეჯო კალაბრიას ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, ნაილი ნემსიწვერიძე ლეიკემიის მძიმე დიაგნოზით რამდენიმე დღე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მეზობლები ჩვენთნ საუბარში განმარტავენ, რომ ის სამშობლოში დაბრუნებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა.

ნაილი ნემსიწვერიძე იტალიაში ერთი წლის წინ სამუშაოდ წავიდა. ლეიკემიის დიაგნოზი საზღვარგარეთ ყოფნისას, ჩასვლიდან რამდენიმე თვეში, დაუდგინდა.


თეონა ჯანელიძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ნაციონალური მოძრაობის
14:51 / 24.04.2024
ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.