ახალი ამბები
„ნაციონალები“ კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისის შესაძლო ამოღებას აპროტესტებენ
FaceBook
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები,  კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისის შესაძლო ამოღებას ეხმაურებიან. ისინი მიიჩნევს, რომ ეს ქალაქისთვის კატასტროფა იქნება.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა შუშანიამ დღეს ადგილობრივი ხელისუფლება ამომრჩევლის მოტყუებაშიც დაადანაშაულა.

"ქალაქის მერი და გუბერნატორი ერთ ხმაში გვიმტკიცებდნენ, რომ ამის საფრთხე არ არსებობდა, მაგრამ კიდევ ერთხელ აპირებენ მოატყუონ მოსახლეობა და არჩევნების მეორე დღესვე გადაიტანონ პარლამენტი. ეს იქნება კატასტროფა ქუთაისისთვის. პარლამენტის გარეშე ქუთაისი დარჩება გაუგებარი, ბუნდოვანი საუნივერსიტეტო პროექტის ამარა", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებას მოუწოდებს, გაერთიანდნენ პარლამენტის ქუთაისში დარჩენისთვის საბრძოლველად, რაც მათი თქმით, ქალაქის გადარჩენის ერთადერთი შანსია.

საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის 481 მუხლი, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრულია ქუთაისი, შესაძლოა, შეიცვალოს და კონსტიტუციაში საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი საერთოდ არ იქნეს მითითებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთში ვიზიტისას თქვა, რომ
15:48 / 23.10.2021
ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთში ვიზიტისას თქვა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატებმა პირველ ტურში "მოღალატე გახარიას" გამო ვერ გაიმარჯვეს.
ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთში, თვითმმართველობის
არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსახლეობას
შეხვდა.
15:23 / 23.10.2021
ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსახლეობას შეხვდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.