ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ საიამ ერაყელ სტუდენტს დახმარება შესთავაზა
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი, ქუთაისიპოსტის მიერ  მასალის  - "ჩემი 4 წლის შვილი საქართველოსთვის საშიშია?" – ერაყელი სტუდენტი დახმარებას ითხოვს" გამოქვეყნების  შემდეგ ერაყელ სტუდენტს დახმარებას სთავაზობს. არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტის ოჯახის  სურვილის შემთხვევაში მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს. 

"თუკი სურვილს გამოხატავენ, მათ უფასო კონსულტაციებს ვთავაზობთ", – ამბობს საიას ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი. 
ერაყელი სტუდენტი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა საიას წინადადებას.

ერაყელი სტუდენტის ოჯახს, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, მიმდინარე წლის 7 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ესამ მუჰსენის ოჯახისთვის გაგზავნილ დოკუმეტში ნათქვამია, რომ დედა–შვილის მიმართ არსებობს "უცხოელთა და მოქალაქის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. 

იუსტიციის სამინისტროს მიერ ოჯახისთვის გაგზავნილ დოკუმეტში აღნიშნულია, რომ შეუძლიათ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

ოჯახს გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში აქვს.

მსგავსი გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსგან პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ 2015 წელს ქუთაისში მცხოვრებ ერაყელ სტუდენტებს, მათ შორის, ესამ მუჰსენსაც, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი უთხრეს. თუმცა, მაშინ იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და სტუდენტებს, სასამართლოს ჩარევის გარეშე, ბინადრობის ნებართვა გაუგრძელეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.