ახალი ამბები
"ქუთაისის მოსახლეობის სურვილია, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში"- გიორგი მარგველაშვილი
FaceBook
გიორგი მარგველაშვილმა ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლა ქუთაისელების სურვილის გაჟღერებით დაიწყო.

"ქუთაისის მოსახლეობის სურვილია, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და ცხარე კამათის შემდეგ მე მათ დავპირდი, რომ ამ სურვილს გავაჟღერებდი," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი თქმით, მან ამის შესახებ თავად ქუთაისელებთან შეხვედრის დროს მოისმინა.

პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზში მყოფ მთავრობის წევრებს დიალოგისა და ინსტიტუციონალური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

"სამწუხაროა, რომ მმართველმა ძალამ უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. დავპირდი ხალხს, რომ ყველას პრეზიდენტი ვიქნებოდი და ასევე, თქვენც ყველას მინისტრები ხართ,"- აღნიშნა პრეზინდენტმა.

მან, ასევე, მოწოდება საკონსტიტუციო კომისიის წევრების მისამართითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხალხს უფრო მეტი დემოკრატია უნდა.

გიორგი მარგველაშვილი თავისი სიტყვაში პრეზიდენტის არჩევის წესს, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას შეეხო.

პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსი, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებათა წარმომადგენლები და მინისტრები უსმენენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.