ქუთაისში ტრანსპორტზე ფასის მომატებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
18:31 / 05.04.2017
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი და
საკრებულოს წევრი, სამსონ გუგავა 7 აპრილს საქალაქო ტრანსპორტის მომატებას
სასამართლოში გაასაჩივრებს.
ის სარჩელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 6 მარტს 12:00 საათზე
შეიტანს.
სამსონ გუგავა ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ის ქუთაისის საკრებულოს მიერ გამოცემული იმ
დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს, რის საფუძველზეც 7 აპრილს
საქალაქო ტრანსპორტზე ფასი 0.10 ლარით გაიზრდება.
"ეს არის ანტისოციალური გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა მიეღო
ადგილობრივ ხელისუფლებას. ვითხოვთ, ამ დოკუმენტის ბათილად ცნობას,
რადგან ის არ არის რეალურ გათვლებზე მორგებული", - ამბობს
"ლეიბორისტი" სამსონ გუგავა.
ქუთაისში, მგზავრობის არსებული ტარიფი სატრანსპორტო ხაზებზე
დასაქმებულმა მძღოლებმა მიმდინარე წლის 6 მარტს ორდღიანი გაფიცვით
გააპროტესტეს და ღირებულების 10 თეთრით გაზრდა მოითხოვეს.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა, ამ
დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები