ახალი ამბები
ჭოგნარში 5 დღის წინ მომხდარ ყაჩაღობაზე 4 პირი დააკავეს
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში ბერეკაშვილების ოჯახის დაყაჩაღების ფაქტზე  4 პირი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისიპოსტს თავად დაზარალებულმა, მზია დოღონაძემ მოაწოდა.

"ერთი საათის წინ გავიგე, რომ 4 ადამიანი დააკავეს, მეტი არაფერი ვიცი. გამოძიებაც, როგორც ვიცი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს", – ამბობს დაზარალებული, მზია დოღონაძე. 

თუმცა, აღნიშნულის შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

მიმდინარე წლის 30 მარტს ბერეკაშვლების სახლში სამი ნიღბიანი  შეიჭრა.

დაზარალებული მზია დოღონაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ წაღებულია 500 ლარი, ერთი ოქროს საყურე და ოქროს ბეჭედი. ასევე, მისი თქმით, შეიარაღებულმა პირებმა ბავშვის სათამაშო კომპიუტერი, ოჯახის კუთვნილი თოფი და სომხური კონიაკები წაიღეს. ადვოკატ მზია დოღონაძის თქმით, მისი შვილი სასტიკად აწამეს.

"კარები ფეხებით შემოამტვრიეს, რომ შემოვარდნენ ეგრევე დაგვიწყეს რტყმევა. ოქროები და ფული მოგვეცითო. ბევრი ფული გაქვთო თქვენო. სულ კონდახებით სცემეს ჩემი შვილი. ამ დროს მე შაქარმა ამიწია და გავითიშე. ჩემმა შვილმა უთხრა არ სცემოთო მაგ დიაბეტიანი არისო და მერე მე შემეშვნენ და ჩემს შვილს
ურტყამდნენ", - ამბობს დაზარალებული ადვოკატი. ის ამბობს, რომ ყაჩაღებმა იმდენად სცემს მისი შვილი, რომ საჭირო გახდა იმ ღამესვე საავადმყოფოში გადაყვანა. როგორც მზია დოღონაძე გვიყვება, შვილის მდგომარეობა სტაბილურია და ის უკვე სახლში იმყოფება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში
გარკვეული პრობლემები შექმნა.
16:05 / 13.12.2024
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
12:55 / 13.12.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.