ახალი ამბები
"ვრთავთ ღილაკს" - ერთ წელიწადში ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო ბაქანი ამოქმედდება
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რკინიგზის სადგურის პროექტის პრეზენტაციას და პრემიერ-მინიტრის, გიორგი კვირიკაშვილის სიტყვთ გამოსვლას პერფომანსი უძღოდა.
სადაც წარმოდგენილი იყო მატარებლის დეკორაციები და გამგზავრების იმიტაცია.

ნახევარსაათიანი სანახაობის შემდეგ კი, გიორგი კვირიკაშვილმა აეროპორტში შეკრებილ მთავრობის წევრებს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თავითმმართველობის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

"ამ ხაზის შედეგად ყველა სამგზავრო მატრებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით თუ პირიქით, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით იმოძრავებს, გაივლის სწორედ ამ სადგურს და გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ. მადლობა ამ ახალგაზრდებს, რომ ასეთი საზეიმო განწყობა შეგვიქმნეს და ასეთი განწყობა იქნება სულ, რამდენიმე თვის მერე, როდესაც დასრულდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და რკინისგზის ფუნქციონირება დაიწყება. სწორედ ამ ადგილას, სადაც ახლა მე ვდგავარ იქნება სარკინიგზო ბაქანი, რომლიდანაც მგზავრები შეძლებენ სულ რამოდენიმე ნაბიჯში მოხვდნენ აეროპორტის ტერინალში.

ქუთაისის აეროპორტი ამ სადგურთან ერთად გახდება ის უმნიშვნელვანესი ცენტრი, სადაც ჩვენი თანამოქალქე რომელიც მოინდომებს, რომ ხელმისწავდომ ფასებში იმოგზაუროს ევროპაში დღეს უკვე უვიზოდ, ისინი ისარგებლებენ თნამედროვე კომფორტაბელური მატარებლებით. ქუთაისი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოს სივრცითი განვითარების. მინდა ჩავრთო ღილაკი, რომლითაც ჩაირთვება მრიცხველი და მაქსიმუმ ერთ წელიწადში ეს სარკინიგზო ბაქანი ამოქედდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ქუთაისში, სასტუმრო "ბესტ ვესტერნი" გახსნა.

სამვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნაზე გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.