ახალი ამბები
ხელბურთის ჩემპიონატზე მატჩი "ქუთაისი 2015"-მა ფრედ დაასრულა
FaceBook
დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთის ჩემპიონატის დასავლეთის ზონის 15 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "ქუთაისი 2015" და "BSB ბათუმი" დაუპირისპირდნენ.
მატჩის პირველი ტაიმი ბათუმელთა გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და მათ სასარგებლოდ ანგარიშით 15:18 დასრულდა.

თამაშის  მეორე ტაიმი საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

მატჩი საბოლოოდ  ფრედ 34:34  დასრულდა.



ხელბურთის კლუბმა "ქუთაისი 2015"  დღევანდელი  შედეგით 25 ქულა დააგროვა და ჯგუფის პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ბათუმელთა ანგარიშზე 23 ქულა არის, რითაც გუნდი მე-3 ადგილს იკავებს.

"ქუთაისი 2015"-მა დასავლეთის ზონაში გამართულ 15 მატჩში 12 გამარჯვება მოიპოვა, 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.


რეზი ბურჯანაძე


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.