ახალი ამბები
„პარკინგსერვისი“ საჯარიმო ქვითარს ელექტრონულად ამოწერს
FaceBook
შპს "პარკინგსერვისი" ავტომობილების მფლობელებს საჯარიმო ქვითარს, ქაღალდის ნაცვლად, ელექტრონულად ამოუწერს.
ამ საკითხს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე კენჭი უყარეს.

მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგაძის განმარტებით, თვითმმართველობამ ელექტრონული ქვითრის ამოწერისთვის სპეციალური აპარატები შპს "პარკინგსერვისის" დაფუძნების დროსვე შეიძინა. თუმცა, მის გამოყენებას დრო ჭირდებოდა.

"რაში გვჭირდება ელექტრონული ქვითარი, ხელით ვერ წერენ?" - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გია უკლებამ. რაზედაც  მერიის იურისტმა განუმარტა, რომ  საჯარიმო ქვითრის ხელით ამოწერისას ხშირი იყო შეცდომების დაშვება, ელექტრონულად კი ეს აღარ მოხდება.

"გარდა ამისა, ელექტრონული ფორმით ქვითრის ამოწერა ხარჯებს დაზოგავს," - განმარტავს ირაკლი გიორგაძე.

შპს "პარკინგსერვისმა" გასული წლის განმავლობაში ქუთაისში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 67 544 ოქმი გასცა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათი უმეტესობა ავტომანქანის არასწორი დგომისა და აბონემენტის გარეშე პარკირებისთვის გაიცა. ორივე შემთხვევაში, ჯარიმის ღირებულება 10 ლარს შეადგენს, რომელიც ოქმის გამოწერიდან 30 დღის განმვლობაში უნდა დაიფაროს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ
იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31
მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში
მდებარეობს.
14:40 / 18.05.2026

საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31 მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში მდებარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო
შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ
რეაგირებაზე იმუშავებს.
11:28 / 18.05.2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.