ახალი ამბები
სოციალურ საცხოვრისში ბინის მიღების მოთხოვნით მერიაში 350 განცხადებაა შესული
FaceBook
ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში თავშესაფრის მაძიებელთათვის  განცხადებების მიღების ვადა  27  მარტს იწურება. ბინის მიღების მსურველებს ქუთაისის მერიაში განცხადების შეტანა დღის ბოლომდე შეუძლიათ.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, საცხოვრებლის მიღების თხოვნით შესაბამის კომისიაში  უკვე 350 განცხადებაა შესული.

"არიან ისეთები, რომლებიც უკვე ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს,  მაგრამ ადამიანებს განცხადების დაწერას ვერ დაუშლი. ისინი, ვინც ამ კრიტერიუმს ვერ უპასუხებს, არ დარეგისტრირდებიან, ხოლო,  ვინც დააკმაყოფილებს, ისინი გაივლიან რეგისტრაციას და მიენიჭებათ რიგის ნომერი, რომლის მიხედვითაც მოხდება შემდეგ მათი  დაკმაყოფილება. არითმეტიკული სიზუსტით მოხდება ქულების დაანგარიშება. უფრო მეტი გამჭვირვალობა თუ კიდევ შეიძლება არსებობდეს, არ მგონია", - ამბობს შოთა მურღულია.

მისივე თქმით, საცხოვრისით პირველ რიგში ის ადამიანები დაკმაყოფილდებიან, ვინც ღამეს ქუჩაში ათევს და წასასვლელი არსად აქვს.

"ასეთი,  ალბათ,  მაქსიმუმ სამი ადამიანი იქნება და ისინი უპირობოდ მიიღებენ ბინას,  თუმცა, ცალკე გამოყოფილ ადგილზე იქნებიან შენობაში, რადგან,  მათ სხვანაირი ტიპის ზედამხედველობა სჭირდებათ", - აღნიშნავს ქალაქის მერი.

ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მოწყობა უკვე დასრულებულია. 5 სართულიან შენობაში  ერთ და ორ ოთახიან  ბინას ამ ეტაპზე 48 ბენეფიციარი მიიღებს. 

ქუთაისის მერიამ შენობაში ფართების განაწილების წესი უკვე შეიმუშავა. 

შენობის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კოპანიამ "სანო" შეასრულა.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 500 000 ლარია. ქალაქის მერის,  შოთა მურღულიას თქმით,  საცხოვრისის მოწყობას უკვე მოხმარდა 830 000 ლარი. 2017 წლის ბიუჯეტში კი ამ მიზნით დამატებით 1 500 000 ლარია გათვალისწინებული.

ამავე თემაზე:

ქუთაისში 50-მდე ოჯახს კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში შეასახლებენ

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი ცხადდება

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის
იმერეთის რეგიონში 30-31 მარტის ჩათვლით წვიმაა ნავარუდევი.
10:24 / 30.03.2020
დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის რეგიონში 30-31 მარტის ჩათვლით წვიმაა ნავარუდევი.
17 დღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ
მაშველებმა ქუთაისში  დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს.
22:04 / 27.03.2020
17 დღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქუთაისში  დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.