ახალი ამბები
„კვლევის შედეგებში ცვლილება არ შევა“- TI ქუთაისის მერიას პასუხობს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ქუთაისის მერიის მოწოდების მიუხედავად, კვლევის შედეგებში ცვლლებების შეტანას არ გეგმავს და ადგილობრივი თვითმმართველობისგან მეტ სიზუსტეს მოითხოვს.

"იქედან გამომდინარე, რომ ყველა ციფრი არის ზუსტი,  კვლევაში ცვლილებები არ შევა. იმ შეთხვევაში თუ ქუთაისის მერია ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის, მხოლოდ ამ მონაცემებს შევიტანთ ანგარიშში", -ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ქუთაისის ოფისის კოორდინატორი, ლელა მოწონელიძე.

ის ამბობს, რომ   მერიას უკვე გაუგზავნეს საპასუხო წერილი სადაც, სწორედ იმ ინფორმაციის დაზუსტებას ითხოვენ, რომელიც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის,  ზვიად ჯავახიას თქმით, ორგანზიაციამ უნდა შეასწოროს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ქუთაისის მერიამ ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე დაადანაშულა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მაშინაც იგივე პოზიციაზე იყო და აცხადებდა, რომ მონაცემები ზუსტი იყო, რის გამოც კვლევაში შესწორებები არ შევიდოდა.

კვლევის ავტორები  იმთავითვე გამოთქვამდნენ მზაობას, გაესაჯაროებიათ ოფიციალური დოკუმენტი,  რომელიც არასამთავრობო ორგანიზიაციამ გაცემული პრემიისა და დანამატის შესახებ ქუთაისის მერიისგან მიიღო.

Print