ახალი ამბები
"მინდა გისურვოთ ყველაზე მთავარი–ხალხის ნდობა" - იმერეთის გუბერნატორი ჟურნალისტებს
FaceBook
21 მარტს საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ეს დღე 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.
იმერეთის გუნერნატორი, გივი ჭიჭინაძე  ჟურანლისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს:  

"მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა ჟურნალისტს მივულოცო პროფესიული დღე. ჟურნალისტიკა–ეს არის ქვეყნის მეოთხე ხელისუფლება, თქვენ ქმნით საზოგადოებრივ აზრს და მინდა გისურვოთ ყველაზე მთავარი–ხალხის ნდობა, ნდობა კი სიმართლის გარეშე შეუძლებელია. ამ პროფესიაში მნიშვნელოვანია ობიექტურობის შენარჩუნება და პირადი ინტერესებისგან გათავისუფლებაა, მხოლოდ ასე მიიღება ნამდვილი ჟურნალისტური პროდუქტი, რომელსაც რაიმე სახის ღირებულება გააჩნია.

წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იყავით თავისუფლები, დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. ასევე, ერთგულ და დიდ აუდიტორიას, ბევრ ექსკლუზივსა და ჯანსაღ გარემოში საქმიანობას გისურვებთ. მჯერა, რომ თქვენთან ერთად, თავისუფალი სიტყვის თქმით, ხელს შევუწყობთ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
თამამად აღვნიშნავ, რომ იმერეთის რეგიონს ყველაზე ძლიერი ჟურნალისტთა კორპუსი ყავს. თქვენი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარების საქმეში. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და თითოეულს გისურვებთ საინტერესო საქმიანობას",- ნათქვამია გუბერნატორის მისალოც ტექსტში.  


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.