ახალი ამბები
ქუთაისში სტუდენტები 10 თვის წინ მათი ბინის გაქურდვის დროულ გამოძიებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, საფიჩხიის უბანზე სტუდენტების გაქურდვის დროს დაზარალებულები საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

ისინი დამნაშავეების დასჯას 10 თვეა უშედეგოდ ელოდებიან. საქმეს ქუთაისის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს მე–2 განყოფილება იძიებს.

"სულ ერთიდაიმავეს გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც არა და არ დასრულდა. საინტერესოა ოდესმე გამოიძებენ თუ არა ამ საქმეს", – ამბობს დაზარალებული, ფატიმა კოკაია.

2016 წლის 21 მაისს ახვლედიანის ქუჩაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაქურდეს. დამნაშავეებმა სტუდენტებისგან ძვირადღირებული ლეპტოპი, ციფრული ფოტოაპარატი და 2 სამსახურის კუთვნილი პლანშეტი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განამრტავენ,  რომ საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. 

"ჯერჯერობით საქმე არაა გახსნილი, მაგრამ 4 და 5 წლის წინანდელი ამბები იხსნება და ამიტომ იმედი გვაქვს რომ რაღაც იქნება", – ამბობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელი, რატი ნიჟარაძე. 

საქმე 177–ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქ აქტივისტს და ენმ-ის წევრს, ირაკლი გვალიას
ფეისბუქ პოსტების გამო სასამართლოში იბარებენ.
13:41 / 17.06.2025
სამოქალაქ აქტივისტს და ენმ-ის წევრს, ირაკლი გვალიას ფეისბუქ პოსტების გამო სასამართლოში იბარებენ.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოსა და თერჯოლის რაიონული
სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების
მომზადების ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
12:53 / 17.06.2025
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოსა და თერჯოლის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.