ახალი ამბები
TI ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საშვებულებო დახმარებაზე – დარღვეულია პრემიის გაცემის პრინციპი
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მის მიერ ჩატარებულ კვლევაზე მუნიციპალიტეტის პოზიციას ეხმაურება.
საუბარია ზესტაფონის გამგეობასა და საკრებულოში 2016 წელს საშვებულებო დახმარებისთვის 161 200 ლარის გაცემაზე. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის თქმით, ასეთ ტერმინს კანონი არ ცნობს.

"იმ შემთხვევაშიც კი თუ საშვებულებო დახმარება გაიცა პრემიის სახით, ეს სცილდება კანონით გათვალისწინებული რეგულაციის ფარგლებს, კერძოდ კი არღვევს პრემიის გაცემის პრინციპს. საქართველოს მთავრობის N 449 დადგენილების თანახმად, პრემიის მიზნებია პირთა წახალისება და მოტივაციის გაზრდა. შესაბამისად, ნაკლებად დასაბუთებულია პრემიის გაცემის ეს მიზანი შვებულების პერიოდში. მოხელის წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის დაკავშირება საშვებულებო პერიოდში გაცემულ პრემიასთან დაკავშირებით არადამაჯერებელია. ამრიგად, დარღვეულია პრემიის ძირითადი იდეა.

გარდა ამისა, ირღვევა ზემოთ დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, რომელთა თანახმადაც პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ და არაუმეტეს წელიწადში სამჯერ", – ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ქუთაისის ოფისის კოორდინატორი,ლელა მოწონელიძე.

კვლევის გასაჯაროების შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნატო სანთელიძემ განაცხადა, რომ საშვებულებო დახმარება რეალურად პრემიას გულისხმობს, თუმცა, მას ამ ტერმინით შინაურულად მოიხსენიებენ, რადგან მისი გაცემა თანამშრომელთა შვებულებას დაემთხვა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.