ახალი ამბები
"საერთაშორისო გამჭვირვლობა" ქუთაისის მერიის განცხადებას პასუხობს
FaceBook
არასმთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" მათ მიერ ჩატარებულ კვლევაზე ქუთაისის მერიის  გამოხმაურებას პასუხობს.
ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელთა თქმით, კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ, მათ ქუთაისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი დაუკავშირდა.

"სატელეფონო საუბარში მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი რიგ შემთხვევებში დაგვეთანხმა, რომ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე არ იყო შესაძლებელი პრემიის ოდენობის დადგენა ინდივიდუალურად. როგორც ჩანს, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის კომენტარი აღნიშნულ სატელეფონო საუბრამდე ადრე გაკეთდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გამოთქვამს მზაობას გაასაჯროოს მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი არ პასუხობს სრულად არასამთავრობო ორგანიზაციის წერილში დასმულ საკითხებს, შესაბამისად,  ამ დოკუმენტის საფუძველზე მოკლებული ვართ შესაძლებლობას გავიგოთ რამდენჯერ, რა ოდენობით და ვისზე გაიცა ქუთაისის მერიაში პრემიები", - ამბობს ლელ მოწონელიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

მისივე თქმით, მერიის ადმინტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას ის დასაბუთება, რომ თანამშრომლები დანამატსა და პრემიას იღებენ დამსახურებისამებრ, ეს უნდა აისახოს ინდივიდუალურ აქტებშიც.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გაცემული პრემიისა და დანამატის რაოდენობით ქუთაისი იმერეთის რეგიონში ლიდერობს.


Print