ახალი ამბები
ნადირობის შესახებ კანონპროექტს გარემოს დაცვის სამინისტრო თავიდან შეიმუშავებს
FaceBook
მონადირეების პროტესტის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტრო ორჯერ კორექტირებულ ნადირობის შესახებ კანონპროექტს თავიდან შეიმუშავებს.
ამის შესახებ ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორმა, რევაზ ბეჟაშვილმა განგვიცხადა.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროში, 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ კანონპროექტის შემუშავებმადე მონადირეთა საზოგადოებას 17 პუნქტიან კონცეფციას წარუდგენენ.

"შევიმუშავებთ საით მივდივართ, რა გვინდა და წარვუდგენთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შემდეგ დაიწყება კანონპროექტზე მუშაობა. გარდა იმისა, რომ სამინისტროს თანამშრომელი ვარ, მონადირეც ვარ და ჩემთვისაც მიუღებელი იყო ამ კანონპროექტის ბევრი პუნქტი," - ამბობს ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორი, რევაზ ბეჟაშვილი.

მისივე თქმით, დოკუმენტის რიგი მუხლები გერმანული კანონის ანალოგიური ვარიანტიდანაა გადმოღებული, რომლებიც საკმაოდ აცდენილია ქართულ რეალობას. რევაზ ბეჟაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე კვირაში დაიწყება.

ნადირობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროში შეიმუშავეს, მონადირეთა საზოგადოებამ დაიწუნა.
ისინი დოკუმენტის თავიდან დაწერას და მასში თავიანთი მოსაზრებების გათვალისწინებას ითხოვდნენ.

კანონპროექტი სამონადირეო კლუბებისა და სამონადირეო ტერიტორიების შექმნას, საწევრო გადასახადის შემოღებას, ტყვიის საფანტის აკრძალვს და სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებდა, რომლებიც მონადირეებისთვის მიუღებელი იყო.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.