ახალი ამბები
ქუთაისში პარკირების ადგილების დახაზვა რამდენიმე კვირაში დასრულდება
FaceBook
ქუთაისში ავტოსადგომების ადგილების დახაზვა რამადენიმე კვირაში დასრულდება.

ამის შესახებ მერიის დაქვემდებარებში მყოფ შპს "პარკინგსერვისში" გაგვიცხადეს.

კომპანიის ხელმძღვანელი, ირაკლი სარიშვილი ამბობს, რომ ავტოსადაგომების ადგილების დახაზვა მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს.

"დახაზვის პროცესის დასრულება დამოკიდებულია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ჩვენ მივყვებით თანდათან," - განმარტავს ირაკლი სარიშვილი.

ამ დროისთვის ქუთაისში პარკირების 274 ადგილია. აქედან, 147 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეცადგილი გახლავთ.
2016 წლის იანვრიდან ქუთაისის ტერიტორიაზე პარკირების ახალი ტარიფები ამოქმედდა.

საერთო ავტოსადგომით სარგებლობისთვის საფასური, დროის მონაკვეთის მიხედვით, სხვადასხვაა.

ავტომანქანის არასწორი დგომისა და აბონემენტის გარეშე პარკირებისთვის ჯარიმის ღირებულება 10 ლარს შეადგენს, რომელიც ოქმის გამოწერიდან 30 დღის განმვლობაში უნდა დაიფაროს.

შპს "პარკინგსერვისმა" გასული წლის განმავლობაში ქუთაისში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 67 544 ოქმი გასცა, ადგილობრივ ბიუჯეტში კი 460 715 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 266 762 ლარი შეიტანა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.