ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო სკოლებში ჩრდილების თეატრის წარმოდგენები გაიმართება
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლებში პროექტ ,,ჩრდილების თეატრის წარმოდგენები გენდერული თანასწორობის პროპაგანდისათვის" ფარგლებში წარმოდგენების გამართვა იგეგმება.
მისი ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 10 მარტს 2 390 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170004002)გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩრდილების თეატრის 5 წარმოდგენა 2017 წლის 8 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით უნდა გამართოს.  ამასთანავე,  გამოცდილების გაზიარების მიზნით,  მიმდინარე წლის 10 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით მრგვალი მაგიდის ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

პროექტი, რომლის მიზანი ახალგაზრდების ინფორმირებულობის ზრდა და მათი გენდერული ფუნქციების და როლის სწორი აღქმაა, ქუთაისი მერიის მიერ შერჩეულ ხუთ საჯარო სკოლაში ჩატარდება.

სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად,  თითოეული წარმოდგენის დასრულების შემდეგ დისკუსია უნდა მოეწყოს.

"ჩრდილების თეატრის წარმოდგენები გენდერული თანასწორობის პროპაგანდისათვის" პროექტის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღების ვადა მიმდინარე წლის 31 მარტს იწურება.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და  მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
11:19 / 16.10.2025

ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის, სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და  მთავრობის სახლის გადატანის შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
10:50 / 16.10.2025
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.