ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტმა შსს-ს აკადემიასთან მემორანდუმი გააფორმა
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შსს აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


"მემორანდუმი საშუალებას იძლევა, ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის მოხდეს მრავალმხრივი თანამშრომლობა. გაცვლითი პროგრამების, სტუდენტებთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის მხრივ", - განაცხადა შსს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ.

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის თქმით, აღნიშნული შეთანხმება სამართლის კუთხით მომუშავე ლექტორებისა და სტუდენტებისთვის იქნება საინტერესო.

"ეს შეხვდრა, ზოგადად კეთილი ნების გამოხატვა არის ჩვენი უნივერსიტეტისადმი. შეთანხმება კი საშუალებას იძლევა ჩატარდეს ღია ლექციები, იყოს გაცვლითი შეხვედრები, ტრენინგებითაც  ვფიქრობ წაადგება ჩვენს სტუდენტებსაც და ლექტორებსაც", - განმარტა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.

წერეთლის უნივერსიტეტში, ასევე შსს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმში 1956 წლის 9 მარტის მოვლენების ოფიციალური ქრონიკა, თვითმხილვევლთა მოგონებები და უნიკალური ფოტომასალა იყო ნაჩვენები.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.