ახალი ამბები
ქუთაისის მერიასთან 9 მარტს ჭოგნარში ნაგავსაყრელის მშენებლობას გააპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისის მერიასთან დღეს, 9  მარტს, სოფელ ჭოგნარში მცხოვრებლები რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას გააპროტესტებენ. ისინი მერიის 
შენობასთან მიმდინარე წლის 12 საათზე შეიკრიბებიან. ადგილობრივები მერიას პეტიციას წარმოუდგენენ, რომელსაც ხელს 3000-მდე პირი აწერს.

მათი აზრით, ნაგავსაყრელიდან ნაჟური წლები სასმელ წყალს შეერევა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ისინი თვლიან, რომ გარდა ამისა, ნარჩენებს ქარი გადაიტანს და გარემო დაბინძურდება.

ადგილს, სადაც ნაგვსაყრელი უნდა მოეწყოს, მოსახლეობა ამჟამად საძოვრებისთვის იყენებს. ისინი, ასევე, თვლინ, რომ საქონელი, ნაგავსაყრელის მოწყობის შემდეგ, ამ ტერიტორიებზე ვეღარ იბალახებს, რადგან ნარჩენები მათთვის საშიშროებას წარმოადგენს.

ჭოგნარში მცხოვრებლების გარდა, ნაგავსაყრელის მშენებლობას რამდენიმე სოფლის მოსახლეობაც აპროტესტებს.

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობისთვის სოფელ ჭოგნარში 36 ჰა მიწის ფართობი შეირჩა.
პროექტს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ახორციელებს.

ნაგავსაყრელის მოსაწყობად ნებართვის მისაღებად "მყარი ნარჩენების კომპანიაში" გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე უკვე მუშაობენ, რომელსაც შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროში წარადგენენ. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ნებართვაზე საბოლოო თანხმობა ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს.

"მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში" ვარაუდობენ, რომ ეს პროცედურები სავარაუდოდ 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება და მშენებლობაც ამ დროისთვის დაიწყება.

ახალი ნაგავსაყრელი 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და ვარაუდობენ, რომ 2019 წლისთვის დასრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.