შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში
17:14 / 07.03.2017
ქუთაისში, საქალაქო ტრასპორტის მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს.
სამაგიეროდ, მგზავრობის ღირებულებას 0.10 ლარით მოუმატეს.
მძღოლები განმარტავენ, რომ მომატებული ტარიფით ქალაქში 8 მარტიდან
ტრანსპორტი ყველა მიმართულებით განაახლებს მოძრაობას.
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მიმდინარე წლის 6 მარტს
დილიდან გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას
ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვენ.
ქალაქის ვიცე-მერმა გაფიცულებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა და
მოლაპარაკება ურჩია, რის შემდეგაც მძღოლები მერიის შენობაში
თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმებას
ვერ მიაღწიეს.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა, ამ
დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები