ახალი ამბები
ქუთაისში მუხნარის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, ახალგაზრდობის მე-8 შესახვევში ამორტიზებული გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ.

"ყოველდღიურად 24 რეისს ვასრულებ ამ გზაზე. ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთის გავლას დიდი დრო ჭირდება. მგზავრები მსაყვედურობენ დაგვიანების გამო და ვინც უნდა გააკეთოს გზა იმას არაფერს ეუბნებიან," - ამბობს #3 მიკროავტბუსის მძღოლი, ვაჟა გვენეტაძე.

ახალგაზრდობის მე-8 შესახვევი მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის. შესაბამისად, ამ ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიას ევალება.  თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გზის საფარის მოწესრიგებაზე შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს.

"ვიდრე წყლის სისტემის რეაბილიტაცია არ დაიწყება და ცენტრალური მილი არ ჩაიდება, შეუსაბამოა სამუშაოების დაწყება, რადგან ისევ მოხდება გზის საფარის დაზიანება," - ამბობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციას "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქტორი SMK ახორციელებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდობის მე-8 შესახვევში ცენტრალური მილის გაყვანა მიმდინარე წლის აპრილის თვეში მოხდება.

წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.