ახალი ამბები
"ნახევარ მილიონზე მეტი ვალი აქვს "მაკდონალდს" ქუთაისის - გოგი წულაია
FaceBook
ქუთაისში, "მაკდონალდსა" და ქუთაისის მერიას შორის 2008 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების გამოძიებას ითხოვენ.
ამ მიზნით, "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას სარჩელით მიმართა. საუბარია, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ სწრაფი კვების ობიექტზე.

"ეს არის კორუფციული გარიგება "მაკდონალდსა" და ქუთაისის მერიას შორის. ნახევარ მილიონზე მეტი ვალი აქვს "მაკდონალდს" ქუთაისის. მერია კი, ხელს აფარებს", - აცხადებს გოგი წულაია.

ის ამბობს, რომ კომპანიამ წლების წინ დადებული ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა. კერძოდ, წულიას მტკიცებით, 10 ათასი ლარის ინვესტიაცია უნდა გაეკეთებინა. ამის გარდა, კომპანიას პარკინგი და პარკი უნდა მოეწყო. 


"ვალდებულებაც შესრულებულია და შესაბამისი დოკუმენტაციაც გაეგზავნა გოგი წულაიას. თუ არ სჯერა პასუხის, კარგია რომ მიმართა პროკურატურას", - განმარტავენ მერიაში.

ქუთაისის მერიასა და "მაკდონალდს" შორის ხელშეკრულება 2008 წელს 8 თებერვალს გაფორმდა. მაშინ კომპანიას 49 წლის ვადით, აღნაგობის ფორმით გადაცემული აქვს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიდებარე ტერიტორია.

მერიიდან მიღებული, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ასლის მიხედვით, მოაღნაგე ვალდებული იყო მერიისთვის 20 000 ლარი უსახლკაროთათვის ბინების შესაძენად  გადაეხადა. 

"რომელიც "შპს "თ და კ რესტორნების" მიერ ეტაპობრივად შესრულდა სრულად (08.05.2014წ- 5000 ლარი; 31.12.2014წ. - 5000 და 05.06.2015 - 10 000 ლარი). ასევე, შესრულებულ იქნა ათ ძირითად მაგისტრალზე ქუჩების მანიშნებლის დამონტაჟება, რაც შეეხება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 თვის განმავლობაში არა ნაკლებ 1 700 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას, გაცნობებთ, რომ ქუთაისის მერიის მიერ 2017 წლის 27 იანვრის წერილობით განმეორებით მიემართა მოაღნაგეს ხელშეკრულებით, გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე, შესაბამისი ექსპერტიზის/აუდიტორის/ დასკვნის წარმოდგენის მიზნით", - ნათქვამია მერიიდან მიღებულ წერილში.
Print