ახალი ამბები
უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)
FaceBook
საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშოების დაწყებას ზაფხულზე გეგმავს.
მანამდე კი, როგორც ქუთაისიპოტს განუმარტეს, სასწავლო ცენტრის მენეჯნემენტის, აუდიტორიებისა და ლაბორატორიების მოწყობის შესახებ ევროპისა და ამერიკის ცნობილ საუნივერსიტეტო კომპლექსებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. "ქართუში" ამბობენ, რომ რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა.

"კონკრეტული თარიღის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე  დაიწყება. ყველაზე მთავარი არის მენეჯმენტი და აკადემიური ბაზა. ესაა სპეციალისტების მოძიება, ევროპული სტანდარტების აუდიტორიები და კომუნიკაციების ფორმები. უნივერსიტეტი უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო უმაღლესი სტანდარტების დონეს," - განმარტავს ჩვენთან საუბარში ფონდი "ქართუს" საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი უძილაური.

მისივე თქმით, სამუშაოების 60% ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალის მოზიდვას და მენეჯმენტის გამართვას მოიცავს, ხოლო ინფრასტრუქტურულ ნაწილს 40% უჭირავს.

"საქართველოში, რატომღაც, მშენებლობაში აღიქვამენ მაინცდამაინც ფიზიკურ სამუშაოს, ბლოკს, ნიჩაბს და ტრაქტორს, როდესაც ტერიტორიაზე რაღაც ითხრება," - ამბობს გიორგი უძილაური.

ფონდი "ქართუს" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უცხოელ პარტნიორებთან საბოლოო შეხვედრა გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც პროექტის საბოლოო ვერსიას გაასაჯაროებენ.

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერისტეტი 140 ჰა ტერიტორიაზე გაშენდება. ის 60 000 სტუდენტზეა გათვლილი. მშენებლობის საერთო ბიუჯეტი 1 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელსაც ფონდი "ქართუ" აფინანსებს.



მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.