ახალი ამბები
გალის რაიონში დედის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
FaceBook
გალის რაიონში პირი, რომელიც დედის მკვლელობაშია ბრალდებული, დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შვილმა დედა ბარით დაჩეხა. მათივე თქმით, ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ქონდა. 
მეზობლები ამბობენ, რომ შვილმა დედა ჯერ მოკლა, ხოლო შემდეგ  სახლში, იატაკის ქვეშ დამარხა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამდღიანი ძებნის შემდეგ, ეჭვი შვილზე აიღეს და ძალის გამოყენებით შვილს მომხდარი ათქმევინეს. 

"ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, სადაც ჭრილობა არ ჰქონდა. მერე მისმა დამ დააჭერინა და 3 დღის დაკითხვისა და წამების შემდეგ ძლივს ათქმევინეს რომ მოკლა და სადაც დამარხა", – ამბობენ მეზობლები.

შემთხვევა 5 დღის წინ მოხდა. დედა-შვილი სახლში მარტო ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შვილი დედას ხშირად სცემდა.

ისინი, ასევე, აღნიშნავენ რომ შვილი ადრე პატიმრობაში იმყოფებოდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.