ახალი ამბები
"გაგვაფრთხილეს, ეს იქნებოდა ბოლო მომსახურება" - "ლიბერთი ბანკის" განმარტება
FaceBook
პენსიის ბინაზე მიტანის სერვისის შესაძლო გაუქმებას ქუთაისში ბენეფიციარები აპროტესტებენ.

მათი თქმით, ეს ინფორმაცია იმ პირებისგან აქვთ, ვინც საპენსიო თანხას ბინაზე არიგებდა.

"თებერვალში, როდესაც პენსია მივიღეთ, გაგვაფრთხილეს, რომ ეს იქნებოდა ბოლო მომსახურება და ამის შემდეგ თანხა უშუალოდ ბანკომატებში ან "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში უნდა მიგვეღო. ძალიან კომფორტული იყო ეს სერვისი, რადგან ბანკში ყოველთვის დიდი რიგია,"- ამბობენ პენსიონერები ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ქუთაისში პენსიონერებისთვის თანხის ბინაზე მიწოდებას "ლიბერთი ბანკის" თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

ბანკში აცხადებენ, რომ ეს სერვისი არ გაუქმებულა და ის მომავალშიც გაგრძელდება.

"ვისაც ჰქონდა განაცხადი გაკეთებული ამ მომსახურების მიწოდების შესახებ, ის პირები ისევ მიიღებენ ბინაზე საპენსიო თანხას," - განმარტავენ "ლიბერთი ბანკის" მარკეტინგის სამსახურში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში პენსიის პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 122 573-ს შეადგენს, ქუთაისში კი პენსიას ყოველთვიურად 32 259 პირი იღებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.