ახალი ამბები
"მაკდონალდსის" პროექტის განხილვაზე დასწრება თავისუფალია
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობის პროექტის განხილვა ქუთაისის მერიაში დღეს, 23 თებერვალს გაიმართება. შეხვედრა, მერიის თეთრ დაბრაზში 15:00 საათზე არის ჩანიშნული.

როგორც ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, საკითხით დაინტერესებული პირებისთვის შეხვედრაზე დასწრება თავისფალია.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, პროექტზე უკვე არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თანხმობაც ობიექტის ასაშენებლად. 

რაც შეეხება, სწრაფი კვების ობიექტის პროექტის  საჯარო განხილვას ამბობს:

"ყველაფერი გვაქვს სამართლებრივად, მაგრამ მაინც ვაწყობთ შეხვედრას, რადგან გავიგოთ კონკრეულად რას ეწინააღმდეგებიან ადამიანები –საათს, ეკლესიას. საერთოდ ინვესტიციაა მათთვის მიუღებელი თუ რა", – განმარტა ქუთაისიპოსტთან საუბარში ქალაქის მერმა.

ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსს" მშენებლობას " თ და კ კომპანია" ახორციელებს.

ქუთაისის არასამათავრობო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილი ისტორიულ უბანში "მაკდონალსის" მშენებლობას ეწინააღმდეგება.


ამავე თემაზე:

როგორი იქნება ქუთაისში "მაკდონალდსის" ახალი რესტორანი (ფოტო)

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებულ საათს სხვა ადგილზე გადაიტანენ

ქუთაისში სასულიერო პირები "მაკდონალდსის" მშენებლობას აპროტესტებენ

გია თევდორაძე ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ეს არის უზნეობის გამოვლენა

გოგი წულაია: "მაკდონალდსის" სახით ქუთაისში კიდევ ერთი სიმახინჯე გვექნება

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო 112 გამოიძახეს

ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე – გამოკითხვა (ვიდეო)

ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ განუხილავს

Print