ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში "მაკდონალდსის" პროექტს 23 თებერვალს საჯაროდ განიხილავენ
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობის პროექტის განხილვა ქუთაისის მერიაში 23 თებერვალს გაიმართება. ქალაქის მერის, შოთა მურღულიას  თქმით, კომპანიამ გაითვალისწინა ადგილობრივი თვითმმართველობის შენიშვნები დაკავშირებით. პროექტზე ასევე უკვე არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თანხმობაც.

"პროექტის შესწორებული ვერსია შემოიტანეს ჩვენთან. ჩვენ გავაგზავნეთ  კუტურული მემეკვიდროების სააგენტოში. მოგვივიდა დასკვნა, რომ შესაძლებელია ამ ფორმით აშენდეს.  ყველაფერი გვაქვს სამართლებრივად, მაგრამ მაინც ვაწყობთ შეხვედრას, რადგან გავიგოთ კონკრეულად რას ეწინააღმდეგებიან ადამიანები –საათს, ეკლესიას. საერთოდ ინვესტიციაა მათთვის მიუღებელი თუ რა", – განმარტა ქუთაისიპოსტთან საუბარში ქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტში კომპანიამ შეცვალა ბრენდის ფერები  – ყვითელი და წითელი და სიმწვანეზე გააკეთა აქცენტი. 

ქუთაისის მერიამ კომპანიას პროექტის ერთი ვერსია უკვე დაუწუნა და უკან დაუბრუნა.

პირვანდელი ვერსია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომაც დაიწუნა, რადგან, მიიჩნევდა, რომ ის ქალაქის ცენტრალური ნაწილის არქიტექტურას არ შეესაბამებოდა. 

ქუთაისის არასამათავრობო სექტორისა და ოპოზიციის  ნაწილი ისტორიულ უბანში მაკდონალსის მშენებლობას ეწინააღმდეგება.



Print