ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობა გაზაფხულზე უნდა დასრულდეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალური არქივის ობიექტის მშენებლობა, რომელიც  გასული წლის დეკემბერში დაიწყო, ამ დრომდე მიმდინარეობს.  სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შპს "საბა კონსტრაქშენის" წარმომადგენელთა თქმით, ბოლო 6 თვეა შენობის მოპირკეთება მიმდინარეობს.

"რკინა–ბეტონის კონსტრუქციების მშენებლობა უკვე დავასრულეთ. პარალელურად, ნახევარი წელია შენობის შიდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ვაკეთებთ. ამის შემდეგ უკვე გარე-ფასადზე დაიწყება მუშაობა", - ამბობს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შპს "საბა კონსტრაქშენის" წარმომადგენელი.

შენობის პროექტის მიხედვით, ობიექტი ხუთსართულიანი იქნება. შენობაში უნდა მოეწყოს სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები. არქივის ახალ ობიექტში თავს მოიყრის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ერთმილიონიანი ფონდი, რომელთა დაცვა  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად  უნდა მოხდეს. 



მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს. უშუალოდ, შენობაში კი ფუნქციონირებას ქუთაისის ცენტრალური არქივი, შემოდგომაზე დაიწყებს.



"ალბათ, სექტემბერში გაიხსნება ოფიციალურად, როცა უკვე გადავალთ ახალ შენობაში. მანამდე მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი", - ამბობს ქუთაისის ცენტრალური არქივის ხელმძღვანელი, მერაბ კეზევაძე.

ამ დროისთვის არქივი თამარ მეფის ქუჩაზე იუსტიციის სახლის ყოფილ შენობაში არის განთავსებული. 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "საბა კონსტრაქშენი" 4 მილიონ ლარად ახორციელებს.

2007 წლიდან ქუთაისის ცენტრალური არქივი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულია.

არქივში დაცულია XIX-XX საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში მოქმედი ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობისა და გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.