ახალი ამბები
ქუთაისში დასაქმების ფორუმით 60 ადამიანის დასაქმება იგეგმება
FaceBook

ქუთაისში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს. სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებას სადაზღვეო კომპანია "ჯიპია ჰოლდინგი" სთავაზობს.

კომპანიის ორგანიზებით სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში გასაუბრება დღეს, 11:00 საათიდან დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

კომპანია დასაქმების მსურველებს სადაზღვევო კომპანიაში საცალო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე დასაქმებას სთავაზობენ.

"შერჩეულ კანდიდატებს ვთავაზობთ, როგორც დასაქმებას, ასევე, პროფესიული გადამზადების კურსებს, რომელიც პირველივე დღიდან ანაზღაურებადია.
არ გვაქვს შეზღუდვები, მიუხედავად განათლებისა, გამოცდილებისა და ასაკისა შეუძლია ყველა მოვიდეს გასაუბრებაზე. სწავლების პროცესში მათი ანაზღაურება 400 ლარი იქნება", - განაცხადა სადაზღევო კომპანია "ჯიპია ჰოლდინგის" წარმადგნელმა, ვახტან კორძაიამ. მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატებს პასუხი თებერვლის ბოლოს ეცნობებათ.

სადაზღევო კომპანიაში აცხადებენ, რომ ქუთაისში დასაქმების ფორუმში მონაწილებისთვის რეგისტრაცია 600- მდე კანდიდატმა გაიარა.

"გავიგე, რომ დღეს იყო ჯიპია ჰოლდინგის დასაქმების ფორუმი, რა თქმა უნდა, ვცადე ბედი, იმედია გამიმართლებს".

"მთავარია იმ შერჩეულ კანდიდატებს შორის მოვხვდე", - განმარტავენ დასაქმების ფორუმზე მისული სამსახურის მაძიებლები.

სადაზღვეო კომპანია "ჯიპია ჰოლდინგი" დასაქმების ფორუმის ფარგლებში, სულ 300 გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს.

აღნიშნული ფორუმი ქუთაისის გარდა, კიდევ ოთხ ქალაქში ფოთში, ზუგდიდიში, ბათუმსა და თბილისში ჩატარდება.

"ჯიპია ჰოლდინგმა" დასაქმების ფორუმი პირველად 2016 წელსაც გამართა. გასულ წელს სადაზღვეო კომპანიამ 200 ადამიანი დაასაქმა.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.