ახალი ამბები
მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ქუთაისში ჩატარდება
FaceBook
მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ქუთაისში 2018 წელს ჩატარდება.

ამის შესახებ "ქუთისიპოსტს" ქალაქის ვიცე-მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჩემპიონატი ქუთაისში "ტორპედოს" სტადიონზე ჩატარდება.

თუმცა, იქამდე ვიდრე ქუთაისი ჩემპიონატს უმასპინძლებს, სტადიონზე ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.

მიქიაშვილის ინფორმაციით, სტადიონის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

Print