ახალი ამბები
ქუთაისში დასაქმების მსურველებისთვის ახალი სერვისები ამოქმედდება
FaceBook
ქუთაისში, დასაქმების პროგრამის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებისათვის ახალი მომსახურებები დაინერგება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმების ხელშეწყობის ახალი სერვისები ქუთაისში მარტის დასაწყისიდან ამოქმედდება.

"ახალი სერვისები გულისხმობს იმას, რომ უფრო კონკრეტულად იქნება გაწერილი თუ რა უნდა აკეთონ დასაქმების სპეციალისტებმა, როგორი მომსახურება გაუწიონ სამუშაოს მაძიებლებს, როგორ გადამისამართდნენ ისინი მხარდაჭერის დასაქმების, თუ კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან საჭიროებების მიხედვით. რაც ვაკანსიების მოძიების უფრო მეტ საშუალებას გააჩენს და სამუშაოს მაძიებლებსთვის იქნება კომფორტული გარემო," - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭიღლაძე.

დასაქმების პროგრამით, ქუთაისში მიმდინარე წლის ოქტომბერ-იანვრის მონაცემებით 20 ადამიანი დასაქმდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ სამუშაოს მაძიებლები საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებამდე, გადამზადების პროცესს გადიან. ხოლო პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ 16 წლის ასაკს გადაცილებულ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.

პროექტი "დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში" 2015 წლიდან დაიწყო, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალურივის სამინისტროს მიერ ხორციელდება.

1 მილიონი 100 ათასი  ევროს ღირებულების პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაძლიერება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.