ახალი ამბები
სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციისთვის ლტოლვილთა სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
FaceBook
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

უწყების პროექტი სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხს უკავშირდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ პროექტის პრეზენტაცია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულების ცენტრში გამართა.

სამინისტროს ინფორმაცით, მიგრანტების დახმარების პროგრამა მათთვის სამედიცინო კუთხით მხარდაჭერას, პროფესიულ გადამზადებას, საარსებო წყაროებთან წვდომასა და მცირე ბიზნესების გარკვეულ დაფინანსებას გულისხმობს. პროექტი შეეხება მიგრანტებს, რომლებიც 1 წელიწადზე მეტია იმყოფებიან არალეგალურ ემიგრაციაში და მათ, რომლებიც 1 წელიწადზე ნაკლებია, რაც სამშობლოში დაბრუნდნენ.

"დაახლოებით 2 წელია ამ პროექტს ვახორციელებთ, თუმცა იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მოიცავდა. ახლა კი ჩვენი ბიუჯეტით მთლიანად ვფარავთ მთელ ქვეყანას. ვაფინანსებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, წარმოგვიდგინონ იდეები, რათა სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს არ ჰქონდეთ უკან დაბრუნების, სამშობლოს არალეგალურად დატოვების სურვილი", - ამბობს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი.

წინადადებების  წარდგენის ვადა  2017 წლის 20 თებერვალს, 18:00 საათზე იწურება.

პროექტის საერთო ღირებულება 590 ათასი ლარია, რომელიც რეგიონებზე პროპორციულად ნაწილდება. იმერეთზე 87 500 ლარია განსაზღვრული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.