ახალი ამბები
ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მინისტრმა დაათვალიერა
FaceBook
ქუთაისში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის მიმდინარეობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალერა.
მინისტრმა მუხნარში წყლის რეზერვუარის მშენებლობა იმერეთის მხარის პირველ პირებთან და საქართველოს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორთან, გიორგი კობერიძესთან ერთად დაათვალიერა.

როგორც საქართველოს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორმა ირაკლი ტურძელაძემ განმარტა, სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება.

"სამუშაოების შემსრულებელი კომპანია SMK-ში გვეუნებნიან რომ სამუშაოებს ვადაზე ადრე დაასრულებენ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხარისხიანად გაკეთდეს. ამის გამო "კრიჭაში" ვუდგავართ შემსრულებელ კომპანიას", - ამბობს ირაკლი ტურძელაძე.

წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი გასული წლის ზაფხულზე დაიწყო, რომელიც 2018 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. მშენებლობის მეორე ეტაპის ფარგლებში უნდა მოწესრიგდეს წყლის მილის სისტემები, ასევე უნდა გაკეთდეს წყლის რეზერვუარი.

წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 86 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. სამუშაოებზე 200-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქში 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა იყოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.