ახალი ამბები
ქუთაისში დევნილთა ქალაქის მშენებლობის პირველი ეტაპი წელიწადნახევარში დასრულდება
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "დევნილთა ქალაქის" მშენებლობის პროცესი, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში შეფერხდა.
"უამინდობის გამო შეფერხდა მშენებლობის პროცესი, თუმცა უკვე საძირკველი ამოღებულია და მუშაობა ჩვეულებრივ რეჯიმში მიმდინარეობს,"- ამბობს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს უფროსი გია სანთელაძე.
ქუთაისში დევნილთა ქალაქის მშენებლობის პირველი ეტაპი წელიწადნახევარში დასრულდება.
მშენებლობის პირველ ეტაპზე ორი საცხოვრებელი კორუსი მოეწყობა და ბინებში დევნილების შესახლება მოხდება.
დევნილთა ქალაქი ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შერვაშიძის ქუჩა N 35 - ში მოეწყობა.
დევნილთა ქალაქის სრული პროექტის მიხედვით 2,7 ჰექტარი მიწის მონაკვეთზე, დევნილებისთვის ოცდახუთი 16 სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელიც 2000 ოაჯხზე იქნება გათვლილი. დევნილთა ქალაქთში იმერეთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეასახლებენ. 
ქუთაისში სულ 4000 - მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. აქედან, 2009 წლიდან დღემდე, ბინები მხოლოდ 681 დევნილ ოჯახს გადაეცა.
შესაბამისად, ქუთაისში 3319 დევნილი ოჯახი, ისევ საცხოვრებელი ფართის გარეშე რჩება.
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს უფროსის გია სანთელაძის თქმით, ქუთაისში "დევნილთა ქალაქი" თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სერვისებით მოეწყობა.
როგორი იქნება ქუთაისში დევნილთა ქალაქის ინფრასტრუქტურა,  ნახეთ ფოტო:
ანა ჯანაშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.