ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო იმერეთის 4 მუნიციპალიტეტში ფიდერები გაითიშა
FaceBook
ვანის, ბაღდათის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სოფლებში, დიდთოვლობის გამო, ფიდერები ავარიულად არის გამორთული.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის ინფორმაციით, სოფლებში პრობლემები დაბალი ძაბვის ქსელებს შეექმნა, რაც თოვლის მაღალი საფარის მიზეზით წარმოიქმნა.

"თოვლის მიუხედავად აღდგენითი სამუშაოები არ შეწყვეტილა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" მომსახურების ცენტრებში პერსონალი მობილიზებულია.
მთიან ზონებში, სადაც გადაადგილება გართულებულია, გაიგაზავნა მაღალი გამავლობის ტექნიკა, რათა უგზოობის გამო ავარიების აღდგენა არ შეფერხდეს,"- აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, დასავლეთ ცენტრალურ ფილიალში, დიდთოვლობის მიუხედავად, მასშტაბური გამორთვები არ არის.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, ქუთაისში აბონენტებს ძაბვა მიეწოდებათ. ასევე, ელექტროენერგია აქვს ყველა რაიონულ ცენტრს და სასიცოცხლო ობიექტებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:50 / 22.10.2025
"სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ჩვენ გვაქვს ხედვა, რომ თბილისსა და ქუთაისში უნდა იყოს ყველა ფაკულტეტი, ყველა მიმართულება, რაც კი არსებობს, ოღონდ ეს უნდა იყოს პროფილურ უნივერსიტეტებში".

შსს-ს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში,
შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული.
10:31 / 22.10.2025
შსს-ს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.