ახალი ამბები
ააიპ "სპეციალურ სერვისებში" დათოვლილი გზების გაწმენდაზე 50-მდე შეტყობინება შევიდა
FaceBook
ააიპ "სპეციალურ სერვისების" ცხელ ხაზზე, დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდის თხოვნით, ორი დღის განმავლობაში 50-მდე ზარი შევიდა.

ორგანიზაციის დირექტორის გელა გაგუას განამარტებით, შემოსულ ზარებზე რეაგირება ოპერატიულად ხდება.

თუმცა, გაგუა ამბობს, რომ მოსახლეობის მოთხოვნის გარეშეც, ოთხი ერთული სპეცტექნიკა დილის 04: 00 საათზე ცენტრალური გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცენტრალური გზები გაწმენილია და ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

"სპეციალურ სერვისების" დირექტორის ცნობით, ქალაქის ე.წ. მეორადი ქუჩები (თბილისის ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა, სოლომონ მეორის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, ჭომას და გორას დასახლება) მოწესრიგებულია.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გზებზე მოძრაობა არ შეფერხდება. თუ რამე ისეთი მოხდა, ცხელი ხაზიც (26 57 36) მუშაობს. ასე რომ, ჩვენ სრულად ვართ მობილიზებული", - ირწმუნება ააიპ "სპეციალურ სერვისების" დირექტორი, გელა გაგუა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის 45 ტონა ტექნიკური მარილი აქვთ მომარაგებული, რაც საკმარისი მარაგია.

ჭომის მოსახლეობა გუშინ გზის გაწმენადას ითხოვდა.






Print