ახალი ამბები
სოფელ შროშასთან ავარიის შედეგად დაშავებული 7 მგზავრიდან 2 მცირეწლოვანია
FaceBook
სოფელ შროშასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ მგზავრთა მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა მიმდინარე წლის 27 იანვარს, დილის საათებში მოხდა.

აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსტისა და მსუბუქი ავტომობილის შეეჯახების შედეგად, მიკროავტობუსის 7 მგზავრი დაშავდა. მათ შორის, ორი ბავშვია.

დაშავებულები ზესტაფონში, კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების ექიმის განმარტებით, შვიდივე მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

ექიმის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის პაციენტები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

შვიდივე დაშავებულს კლინიკიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მერიის შენობასთან, სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ
საპროტესტო  პერფორმანსი დააანონსა.
15:04 / 01.07.2026
ქუთაისში, მერიის შენობასთან, სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ საპროტესტო  პერფორმანსი დააანონსა.
ქუთაისში არსებული წითელი, თეთრი და ჯაჭვის ხიდების მიმდებარე
ტერიტორიებზე, ასევე მდინარე  რიონის სანაპიროს საყრდენ
კედლებზე, მოუვლელობის გამო მცენარეები ამოვდა.
12:33 / 01.07.2026
ქუთაისში არსებული წითელი, თეთრი და ჯაჭვის ხიდების მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე მდინარე  რიონის სანაპიროს საყრდენ კედლებზე, მოუვლელობის გამო მცენარეები ამოვდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.