ახალი ამბები
სასკოლო ჰაკათონში გამარჯვებულთა დაჯილდოვებისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 19 თებერვალს სასკოლო ჰაკათონი გაიმართება.

შეჯიბრის ერთ-ერთი სპონსორი ქუთაისის მერიაა, რომელიც გამარჯვებულ რამდენიმე მოსწავლეს პლანშეტურ კომპიუტერებს გადასცემს.

ამისთვის ადგილობრივმა თვითთმართველობამ მიმდინარე წლის 27 იანვარს 3000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170001846 )გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2017 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებისათვის "FabLabATSU" პლანშეტური კომპიუტერების მიწოდება უნდა უზრუნველყოს.

სასკოლო ჰაკათონში მონაწილეობისთვის მოსწავლეებმა ტესტირება უკვე გაირეს. მიმდინარე წლის 5 თებერვალს გაირკვევა იმ 100 მონაწილის ვინაობა, რომლებიც ერთმანეთს 2017 წლის 12 თებერვალს თბილისის ტექნოპარკში შეხვდებიან.

წერეთლის უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის "FabLab" ხელმძღვანელის, გიორგი ჩაჩუას თქმით, პროექტის ახალი სპონსორი თბილისის მერიაა, რომლის მოთხოვნით ჰაკათონის ერთ-ერთი ტური დედაქალაქში ტარდება.

"იმისთვის, რომ თბილისში ჩაგვეტარებია გაცნობის შეხვედრა, ავირჩიეთ ტექნოპარის ტერიტორია, სადაც მოსწავლეები პირველად შეხვდებიან ერთამენეთს და ჩამოაყალიბებენ გუნდებს" - განაცხადა გიორგი ჩაჩუამ.

სასკოლო ჰაკათონის I, II და III ადგილის მფლობელებს საჩუქრად Windows Pad, ტაბლეტებითა და სმარტფონებით გადაეცემათ.

ასევე, საკუთარ რჩეულს გამოავლენს კომპანია Microsoft, რომელიც "პროგრამირებადი დაფებით" დასაჩუქრდება.

წერეთლის უნივერსიტეტის რჩეულ მოსწავლეს კი ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნება.






Print