ახალი ამბები
2016 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა
FaceBook
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს უმსხვილეს სასაქონლო საიმპორტო ჯგუფს კვლავაც მედიკამენტები წარმოადგენენ.

2016 წელს სამკურნალო საშუალებების იმპორტმა მთლიანად 2892 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 29%–ია.

საქსტატის ცნობით, იმპორტირებული სამკურნალი საშუალებებიდან, გასულ წელს, ყველაზე დიდი რაოდენობით C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა, რამაც 2619 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

იმპორტის მიხედვით მეორე ადგილზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფია. გასულ წელს 619 მლნ. აშშ დოლარის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი რაოდენობის 6% იყო.

მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 473 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5%–ს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, 2016 წლის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხუთეული, იმპორტის მიხედვით, ასეთია – კანადა, თურქეთი, ირლანდია, რუსეთი, ჩინეთი.

აქედან, კანადის საიმპორტო წილი მთლიან იმპორტში 18, 2%–ია, თურქეთის – 13,7% , ირლანდიის – 8,6% , რუსეთის – 6,9%, ჩინეთის კი 5,6% შეადგენს.
სამკურნალო საშუალებები, გაყინული თევზი, სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები, ღორის ხორცი, მსუბუქი ავტომობილები – ეს პრუქტებია, რისი იმპორტიც გასულ წელს კანადიდან განხორციელდა.

თურქეთიდან კი შავი მეტალოკონსტრუქციების, ლითონების, სამკურნალო საშუალებების, შავი ლითონების მილებისა და მილაკების, იზოლირებული კაბელებისა და მავთულების და სანიტარულ-ჰიგიენური ნაწარმის იმპორტი მოხდა.

საქსტატის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხორბალი, ნავთობის აირები და აირისებრი ნოვთიერებები, ნახშირწყალბადები, მზესუმზირის ზეთი და სიგარეტები.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
11:29 / 15.06.2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება
გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული
გამოწვევები შეაფასა.
12:03 / 14.06.2026
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები შეაფასა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.