ახალი ამბები
ქუთაისი სოციალური კატასტროფის წინაშეა - "ევროპა ჩვენი სახლია"
FaceBook
ან ხელისუფლება შეეშვება პარლამენტს ქუთაისში, ან ის მიიღებს პანღურს ქუთაისისგან!" - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან და ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლთან დაკავშირებით
პრემიერ-მინისტრის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენია სახლია" ეხმაურება. ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება  მორიგი უპასუხისმგებლობა და საკანონმდებლო ნორმებთან აგდებული დამოკიდებულებაა.
"დღევანდელი ხელისუფლება ვერ იაზრებს იმ შედეგს, რაც მათი მხრიდან კონსტიტუციის შეურაცმყოფას მომავალში მოჰყვება. როცა ხელისუფლება თავად არღვევს კანონს, ის წახალისებას უკეთებს სამართლებრივი სივრციდან დანარჩენი საზოგადოების გამოსვლასაც. ახალი ხელისუფლების მოსვლიდან სამი წლის შემდეგ ქუთაისი სოციალური კატასტროფის წინაშეა, ქალაქი იცლება და დარჩენილი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა.
ქუთაისის ივანიშვილის-ღარიბაშვილის მთავრობისგან პროგრესს ელის და ეს პროგრესი ნგრევასთან ვერ იქნება ასოცირებული.
პარლამენტის შენობის ფუნქციონირება ქალაქ ქუთაისში კონსტიტუციითაა გაწერილი და რომელიმე ივანიშვილ-ღარიბაშვილის გადასაწყვეტი კონკრეტული მუხლის ცვლილება არ არის.
ან ხელისუფლება შეეშვება პარლამენტს ქუთაისში, ან ის მიიღებს პანღურს ქუთაისისგან!" - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს იმერეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის სახლის აშენების საჭიროება არ იყო. 
"ვცდილობთ მოვუძებნოთ ფუნქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას," - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.