ახალი ამბები
"ენერგო-პრო ჯორჯიამ" გასული წლის ანგარიში და მიმდინარე წლის გეგმები წარადგინა
FaceBook
2016 წლის მუშაოების ანგარიში და მიმდინარე წლის დაგეგმილი სამუშაოები წარადგინა სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ქუთაისში წარადგინა.

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიამ აბონენტთა მომსახურების ზრდის მაჩვენებელი გააუმჯობესა.

ავარიული, პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაობი, ახალი მიერთების წარმოება და ავარიული გამორთვები - ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რის გამოც გასულ წელს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგია ითიშებოდა.

"განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. 2016 წელს წარმატებით გაგრძელდა და დასასრულს უახლოვდება აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი. კომპანიის კუთვნილ ჰიდროელექტროსადურების მიერ დაფიქსირდა გენერირებული ელექტროენერგიის რეკორდული მაჩვენებელი. "ენერგო-პრო ჯრჯია" ყველაზე იაფი ენერგია არის საქართველოში", - განმარტა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე "ენერგო-პრო-ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1 022 297 აბონენტი ჰყავს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, მიმდინარე წელს მოსალოდნელია აბონენტების რაოდენობის ზრდა.

მიხეილ ბოცვაძის განმარტებით, 2018-2019 წლებში კომპანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გეგმავს.

წარმოდეგნილი ანაგრიშის მიხედვით, გასულ წელს იმერეთის რეგიონში დენის 9 ტრანსფორმატორი დაიდგა, შესრულდა 6/10 კვ ქსელის 88 გადამცემი ხაზის რეაბილიტაცაცია, რომლის ფარგლებში 1301 ცალი საყრდენი დამონტაჟდა და 41 225 მ. სადენი გამოიცავლა.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-მ 2016 წელს 50,4 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2017 წელს 65 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს. 


Print