ადგილობრივთა მწვავე პროტესტის მიუხედავად, ქუთაისის ცენტრში
"მაკდონალდსი" მაინც აშენდება – განმარტავენ თვითმმართველობისა და
კომპანიის წარმომადგენლები.
მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ
შენობის იერსახის კორექტირება მოხდება, თუმცა, მშენებლობის
ადგილი არ შეიცვლება.
კომპანია "თ და კ რესტორნებმა" ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე
დაიწყო.
ადგილიდან
მოხსნილია ქალაქის ისტორიული საათი.
ქუთაისელთა ნაწლი მიიჩნევს, რომ რესტორანი ქალაქის იერსახეს
დაამახინჯებს და უმჯობესი იქნება თუ მის ნაცვლად
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი აშენდება.
ქუთაისის მერი, შოთა მურღულია კი აცხადებს, რომ ქალაქში სოციალური
ფონის გაუმჯობესების ერთადერთი გზა ინვესტიციაა და მოქალაქეები
ინვესტორებს მოწიწებით უნდა მოეპყრან.
ქუთაისელების "დაკარგული" პროტესტის ხმა, ნახეთ
ვიდეოსიუჟეტში:
VIDEO
მასალის გამოყენების პირობები