ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობას 5 დღის მანძილზე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელმომარაგება მოსახლეობის ნაწილს ხუთი დღის მანძილზე გაეთიშება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის ფილიალის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23-27 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს.

კომპანიის ცნობით, ქუთაისში მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სტაბილური და ხარისხიანი მიწოდების მიზნით მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 1" პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩაუტარდება შემდეგ ფიდერებს:

23 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. "აბრეშუმკომბინატი", 3 აბონენტი.

24 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. "N258", დაახლოებით 1100 აბონენტი, ბაგრატიონის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, ლეონიძის (ნაწ), რაზმაძის ქ.

25 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. "N510", 2 აბონენტი.

26 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. "N2ა", დაახლოებით 2700 აბონენტი ასათიანის, სოხუმის, ნინოშვილის ბოლო, ჭავჭავაძის გამზ. ნაწ.

27 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. "N75", დაახლოებით 1000 აბონენტი რაზმაძის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, გორის, ნიკო მარის, მოსკოვის, კუპრაძის ქუჩის ნაწილი.

ქუთაისის მსგავსად, ელექტროენერგიის მოწიდება შეეზღუდება მუნიციპალიტეტებსაც:

სამტრედია - ზეთიანი ამომრთველების პროფილაქტიკის მიზნით ქვესადგურ "სამტრედია 2" გამოირთვება ფიდერები:


23 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №4, სოფელი ეწერი (ნაწ.)

23 იანვარს 14:00-17:00 სთ. - ფიდერი №5, ქ. სამტრედია (ა.კალაძის, აღმაშენებლის, გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლაშა თევზაძის, კუიბიშევის, ძველი სამტრედიის, მანჯგალაძის, პეტრიაშვილის, მაზნიაშვილის, რუხაძის, ქუთაისის ქ.);

24 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №6, ქ. სამტრედია (აღმაშენებლის, გრიბოედოვის, ვასაძის, ახმეტელის, ტერელაძის, ხორავას, ბარათაშვილის ქ.); სოფლები ახალსოფელი, ეწერი.

24 იანვარს 14:00-17:00 სთ. - ფიდერი №7, ქ. სამტრედია (გრიბოედოვის ქ.)

25 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №8, სოფელი იანეთი.

25 იანვარს 14:00-17:00 სთ. - ფიდერი №9, ქ. სამტრედია (გრიბოედოვის, კალანდარიშვილის ქ.)

26 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №11, ქ. სამტრედია (ა.გეგეშიძის, ა.კალაძის, კუიბიშევის, საბჭოს ქ.), სოფ. მელაური, ქვათახე, ეწერი.

ტყიბული. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ქვესადგურში "ტყიბული 3" გამოირთვება აღნიშნული ქვესადგურიდან გამომავალი ფიდერები:

23 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "საავადმყოფო".

24 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "დოკი",

25 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ჩირაღდანი".

26 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "N17

27 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "გამამდიდრებელი-2".

კომპანიის ცნობითვე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით, 23 იანვარს 15:00-17:00 220 კვ გ/ხ "აჯამეთი 1"-ის რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილია აღნიშნული გადამცემი ხაზის გამორთვა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით საჭირო იქნება ქ/ს "სვირი წევადან" ძაბვის მიწოდება შეუწყდეს 10 კვ ფიდერებს: როდინაული, მეორე სვირი, ღვინის ქარახანა და ელ.მექანიკური. რის გამოც მითითებულ პერიოდში ელექტროენერგია შეუწყდება სოფლებს: მეორე სვირი, როდინაული და ცხენთარო.

ამბროლაურში კი ზეთიანი ამომრთველების პროფილაქტიკის მიზნით დაგეგმილია შემდეგი ფიდერების გამორთვა:


23 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ლუხუმიჰესი".

25 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ურავი" - სოფელი ურავი.

27 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ლიხეთი" - სოფლები ლიხეთი და აბარი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.