ახალი ამბები
კლინიკური თუ ბიოლოგიური სიკვდილი - რას ყვებიან ქუთაისში გარდაცვლილ მამაკაცზე თვითმხილველები
FaceBook

ქუთაისში, ო. ფხაკაძის ქუჩაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ, ცოცხალი პაციენტის გარდაცვლილად დაფიქსირების ფაქტი არ დასტურდება.


როგორც თვითმხილველები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ყვებიან, გარდაცვლილი 61 წლის ჯ. კ. გულით ავადმყოფობდა და მიმდინარე წლის 20 იანვარს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოიძახეს.

"გულით იყო ავად, დიაბეტი ჰქონდა, სისხლძარღვების შევიწროვება, წყალი ჰქონდა ორგანიზმში. მოკლედ, წუთები ეთვლებოდა, ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო. ექიმმა თქვა, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ჩვენი გადასაწყვეტი იყო გადავიყვანდით, თუ არა საავადმყოფოში," - ამბობს გარდაცვლილი ჯ.კ -ს მეზობელი.

მათივე თქმით, მომდევნო დღეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოჯახმა კვლავ გამოიძახა.

"ავადმყოფი გათიშული იყო და უკვე გადაწყვეტილი გვქონდა გადაგვეყვანა საავადმყოფოში, თუმცა ექიმმა თქვა, რომ გარდაცვლილი იყო," - ამბობს გარდაცვლილი ჯ.კ - ს მეზობელი.

თვითმხილველების თქმით, მას შემდეგ რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა წავიდა, შეამჩნიეს რომ მიცვალებულს კუნთები აუმოძრავდა და იეჭვეს, რომ ექიმები შეცდნენ.

"თბილი იყო მიცვალებული და კუნთები თითქოს აუმოძრავდა. ვიფიქრეთ, რომ კლინიკური სიკვდილი იყო და შეიძლებოდა გვეშველა," - განმარტავენ მეზობლები.

მათივე განცხადებით, მეორეჯერ მოსულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, არა კლინიკური, არამედ ბიოლოგიური სიკვდილი დაადასტურა.

"ალბათ, ჩვენ ვიჩქარეთ მიცვალებულის გაპატიოსნება. არ ვაცალეთ გაციება, ისე გადასვენდა საცოდავი მაცივარში, სითბომ გამოიწვია მინის დაორთქვლა და ჩვენც დავეჭვდით," - ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები.

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ქუთაისში ფხაკაძის ქუჩაზე ბრიგადის პირველი გამოძახება ორი დღის წინ 21:03 საათზე დაფიქსირდა.

"ეკიპაჟი გავიდა დაუყოვნებლივ გამოძახების ადგილზე და მივიდა 21:18 საათზე. ექიმმა შეაფასა მდგომარეობა და დააფიქსირა გარდაცვლილი მამაკაცი, " - ამბობენ რეგიონალურ სასწრაფო სამედიცინო ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, იმავე მისამართზე, ხელმეორე შეტყობნების საფუძველზე, სასწრაფო პაციენტის მდგომარეობის გადამოწმების მოტივით კვლავ მივიდა.

"დამატებით ადგილზე გავიდა ის ეკიპაჟი, რომელმაც თავდაპირველად დააფიქსირა პაციენტის გარდაცვალების ფაქტი. ადგილზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი მოერიდა სიტუაციის ესკალაციას, გარდაცვლილი გადაიყვანა ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავამდყოფოში, სადაც შედგა ოქმი 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ. ამიტომ, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პაციენტს თავდაპირველად არასწორად დაუდგინდა გარდაცვალების ფაქტი, შემდგომ კი საავადმყოფოში მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა სამედიცინო დახმარება, სიმართლეს არ შეესაბამება,"- აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.





 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.