ახალი ამბები
ნოდარ ხადური - პარლამენტი აუცილებლად დაბრუნდება თბილისში
FaceBook
"ჩვენ ვიმყოფებით ძალიან კარგ, ძალიან ლამაზ ქალაქში, რომელსაც აქვს პარლამენტი და არა აქვს წყალი"

"ქუთაისში არსებულ პარლამენტის შენობაზე დახარჯული 350 მილიონი ლარით შეიძლებოდა მთელს დასავლეთ საქართველოში მოწესრიგებულიყო წყალმომარაგების სისტემა,"- ასე გამოეხმაურა ქუთაისში მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დედაქალაქში გადატანის საკითხს.
ნოდარ ხადურის თქმითვე, პარლამენტი თბილისში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.
"ჩვენ ვგეგმავთ და  პარლამენტი აუცილებლად დაბრუნდება თბილისში. იქ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამით ხარჯები შემცირდება. ქუთაისში არსებულ პარლამენტის შენობაზე კი არსებობს სხვადასხვა საინტერსო მოსაზრებები,"- განმარტა ქუთაისში სასტუმრო ბაგრატში პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის სახლის აშენების საჭიროება არ იყო.
ქუთაისიდან დედაქალაქში გადატანის აუცილებლობაზე განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმაც გააკეთა.
" ჩვენ ვცდილობთ მოვუძებნოთ ფუნქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, რომელზეც 350 მილიონი ლარი დაიხარჯა,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ - მინისტრმა.
პრემიერი დღეს ქუთაისში ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა.
ანა ჯანაშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.