ახალი ამბები
ქუთაისში საფლავების დასუფთავება ფასიანი გახდება
FaceBook
ქუთაისში საფლავების დასუფთავების სერვისი მიმდინარე წელს ამოქმედდება.
ახალი პროექტის პრეზენტაცია ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა შპს "ქართული ტრადიციები 2011" - მა გამართა.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში საფლავების დასუფთავებისთვის ნებაყოფლობით გადასახადი დაწესდება, რაც წლის განმავლობაში 60 ლარს შეადგენს.

შპს "ქართული ტრადიციები 2011" წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სურვილის შემთხვევაში, მომსახურებას სპეციალური ჯგუფი გაწევს.

"ეს იქნება ახალი სერვისი, რომელსაც ვთავაზობთ მოსახლებას, არის ნებაყოფლობითი. დასუფთავების ყოველთვიური საფასური კი მხოლოდ 5 ლარი იქნება. მოსახლეობაშიც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ამიტომ გადავწყვიტეთ განხორციელება დაგვეწყო," - განაცხადა შპს"ქართული ტრადიციები 2011" -ის დირექტორის მოდგილემ, გოჩა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

პირველ ეტაპზე საფლავების იდენტიფიცირება და ნომრების მინიჭება მოხდება, რომელიც 2017 წელს დასრულდება, მომდევნო ეტაპებზე მოსახლეობის ინფორმირება, ხელშეკრულებების გაფორმება და ვალდებულებების შესრულება მოხდება.

მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდება და იმ შემთხვევაში, ამოქმედდება თუ მოსახლეობის 40 % შპს "ქართული ტრადიციები 2011"–თან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ახალი სერვისით სარგებლობისთვის მსურველებმა კომპანიის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.

ამ დროისთვის შპს"ქართული ტრადიციები 2011" ქუთაისში არსებული 13 სასაფლაოს მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე
საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში,
დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი
მიადგა, ზიანის ახალი წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.
14:31 / 20.06.2025
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის ახალი წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.
მას შემდეგ რაც სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 პირი
პატიმრობაში დატოვა, მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.
13:35 / 20.06.2025

მას შემდეგ რაც სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 პირი პატიმრობაში დატოვა, მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.