ახალი ამბები
17 იანვარს ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება
FaceBook
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობას აქციით გააპროტესტებენ.


საპროტესტო აქცია მიმდინარე წლის 17 იანვარს, დღის 12:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზეა დაგეგმილი.

ქუთაისის ცენტრში ახალი კვების ობიექტის მშენებლობას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება.

მათი თქმით, მშენებლობა ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს. გარდა ამისა, ადგილობრივთა ნაწილისთვის,  ამ მიზეზის გამო მოედანზე არსებული საათის გადატანა მიუღებელია.

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობისთვის შემოღობვითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა, ქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას პროექტი ამ დრომდე არ განუხილავს.








Print