ახალი ამბები
ბაგა–ბაღების აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი მინდინარე წელს მიენიჭება
FaceBook

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს პედაგოგის, ხოლო მათ დამხმარეებს აღმზრდელის სტატუსი 2017 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭებათ.


განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტი ბაგა ბაღებში სწავლის, მომსახურებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის შეიქმნა.

"უკვე გვაქვს სკოლამდელი მზაობის პროგრამა, შესაბამისი სტანდარტიც დამტკიცებულია. როგორც კი კანონი ძალაში შევა, ჩვენც დავიწყებთ ყველა სხვა თანამდევი საკითხების დამტკიცებას,"- აცხადებენ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.

კანონპროექტის თანახმად, 10-მდე სამთავრობო სტრუქტურა თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას ბაგა-ბაღების გამართულად მუშაობაზე. რეგულირებადი იქნება ჯგუფებში ბავშვების რაოდენობაც. ამასთან, ყველა ამღზრდელ-პედაგოგი ვალდებული იქნება, ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით გადამზადება გაიაროს. კანონპროექტის მიხედვით, ყველა ბაგა-ბაღში უნდა შეიქმნას მშობელთა საკონსულტაციო საბჭოები.

2-3 წლის ბავშვთა ჯგუფში არაუმეტს 25 ბავშვი უნდა იყოს, ხოლო რაც შეეხება აღმზრდელ-აღსაზრდელის თანაფარდობას, არ უნდა აღემატებოდეს 1-13-თან.

3-4 წლიან ჯგუფებში უნდა იყოს არაუმეტს 30 ბავშვი – მათი თანაფარდობა პედაგოგებთან  უნდა იყოს 1-15-ზე. ყველა ზედა ასაკობრივ ჯგუფშიც თანაფარდობის ანალოგიური სისტემა იმოქმედებს.

კანონპროექტი დაადგენს ბაგა-ბაღების ავტორიზაციის საკითხსაც. თავად კანონი ძალაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა, ხოლო კანონის ის მუხლი, რომელიც ჯგუფის მოცულობასა და პედაგოგების თანაფარდობას განსაზღვრავს, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის
დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
13:32 / 19.04.2024
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.