ახალი ამბები
"ტორპედოში" ყოფილი კაპიტანი დაბრუნდა
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა "ტორპედო" ერთწლიანი კონტრაქტი გიორგი კუხიანიძესთან  გააფორმა.

კუხიანიძე ბოლო ორ  კვირაში კლუბის მიერ შეძენილი მესამე ფეხბურთელია. 

"ტორპედოს"  ექს-კაპიტანი, 24 წლის ნახევარმცველი  გუნდში თბილისის  "ლოკომოტივიდან" გადავიდა.  მანამდე ის ზესტაფონის შუქურაში" თამაშობდა. 

"ტორპედოში"  კი კუხიანიძემ  რამდენიმე სეზონი გაატარა.  

კუხიანიძის გარდა, "ტორპედომ" გასული წლის მიწურულს ორ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. ერთ–ერთი ასევე ყოფილი "ტორპედოელი" ნიკა საბანიძეა, ხოლო მეორე "ცხინვალის" ნახევარმცველი,  ბიძინა მახარობლიძე.

რაც შეეხება თავად საფეხბურთო კლუბს, მისი დაფინანსების საკითხი  უალხოეს მომავალში გაირკვევა.

კლუბს ქუთაისის მერია გასაყიდად  აუქციონზე გაიტანს, რადგან ინვესტორ ზაალ ჩაჩავასთან მოლაპარაკებები ჩაიშალა და ჩაჩავამ კლუბი დატოვა, თუმცა, აუქციონზე "ტორპედოს"  შეძენას მაინც შეეცდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება
გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული
გამოწვევები შეაფასა.
12:03 / 14.06.2026
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები შეაფასა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის
რეაბილიტაციას ახორციელებენ.
16:02 / 12.06.2026
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.